Saturday, October 13, 2012

VII წყვილი ნერვი

ირთვი მოთავსებულია ვაროლის ხიდის ლატერალურ ქვედა მესამედში, ვენტრო-ლატერალურად რომბისებრ ფოსოზე.

         მოტორული ბირთვია.
მისგან გამოსული ბოჭკოები  მიემართება დორსალურად რომბისებრ ფოსოსკენ და ზევიდან გარს შემოუვლის აქ მოთავსებულ VI წყ. ნერვის ბირთვს და ქმნის სახის ნერვის შიგნითა მუქლს-colliculus facialis.
შემდეგ ბოჭკოები მიემართება ქვევით და გამოჩნდება ტვინის ფუძეზე ხიდ-ნათხემის კუთხეში ვრისბერგის (ანუ შუამდებარე-XIII) და VIII წყვილ ნერვებთან ერთად.
             ხიდ-ნათხემის კუთხიდან სამივე ნერვი შევა შიგნითა სასმენ ხვრელში, იქვე დაცილდებიან ერთმანეთს, VII წყვილი შევა ფალოპის არხში, ასევე XIII, ხოლო VIII წყვილი დაფის ღრუში.
            აქ საფეთქლის ძვლის პირამიდაში VII წყვილი ნერვი ისევ ქმნის მუხლს= გარეთა მუხლი, შემდეგ ქალას ღრუდან გამოდის foramen  stylomastoideus-ით და იყოფა საბოლოო ტოტებად. ეს ტოტები ქმნის ”ბატის ფეხს”.
            VII წყვილი აინერვირებს ყველა მიმიკურ კუნთს(გარდა levator palpebre superior- III წყვილი).  

მიმიკური კუნთები:
          წარბის ამწევი
          თვალის დამხუჭავი
          ჭარბების შემჭმუხნავი
          ლოყის კუნთი
          ტუჩების კუნთი
          ნიკაპის კუნთი
          სიცილის კუნთი
          ძაღლის კუნთი
            სახის ნერვს გარკვეულ მანძილზე მოსდევს ვრისბერგის ნერვი. იგი შერეული ხასიათისაა. შედგება აფერენტული-გემოვნების და ეფერენტული-სეკრეტორული ნერწყვის გამომყოფი ბოჭკოებისაგან.

მგრძნობიარე- გემოვნების ბოჭკოები იწყება ganglion-geniculi-დან, რომელიც მდებარეობს ფალოპის არხში.  
დამუხლული კვანძიდან დენდრიტები მიემართებიან პერიფერიაზე, ხოლო აქსონები მიდის გემოვნების ბირთვში, რომელიც საერთოა IX წყვილისთვის- nucleus tracri solitarii(განკერძოებული ტრაქტის ბირთვი).  
გემოვნების ბოჭკოები შემდეგ შედის სამწვერა ნერვის შემადგენლობაში-n. Lingualis-საშუალებით. ამ ნერვის საშუალებით აღწევს ენის წინა 2/3-ს და აძლევს მას გემოვნების ბოჭკოებს.
XIII წყვილს ეფერებტული-ნერწყვისგამომყოფი ბოჭკოები გამოდის nuc. Salovatorius superior-დან, რომელიც საერთოა ასევე IX წყვილთან. ეს ეფერენტული ბოჭკოები მოყვება n. facialis-ს და ტოვებს მას ფალოპის არხში chorda tympani-ს სახით. მისი პარასიმპათიკური ბოჭკოები მოდის gang. Submandibularis-დან. აქედან იწყება პოსტგანგლიური ბოჭკოები, რომელიც აინერვირებენ ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებს.
სახის ნერვს XIII წყვილი ნერვის გარდა გარკვეულ მანძილზე მიყვება სეკრეტორული-ცრემლისგამომყოფი ბოჭკოები. იგი იწყება VIIწყ. ნერვის ბირთვის გვერდით მდებარე სპეციალური, პატარა პარასიმპათიკური ბირთვებიდან. სახის ნერვთან ერთად ამ ბირთვებიდან გამოსული ბოჭკოები შედის ფალოპის არხში, რომელიც მალე ტოვებს n. petrosus superficialis major -ის შემადგენლობაში. შემდეგ ცრემლის გამომყოფი ბოჭკოები შედის V წყ. ნერვის შემადგენლობაში n. lacrimalis-ის ტოტში და აღწევს საცრემლე ჯირკვალს. ამ ბოჭკოების დაზიანებისას წყდება ცრემლის გამოყოფა და აღინიშნება თვალის სიმშრალე.  n. stapedius-უზანგის ნერვი გამოეყოფა n. petrosus superficialis major-ის შემდეგ.

დაზიანება:
1.VII წყ. ნერვის ბირთვის ან პერიფერიული ნერვის დაზიანებისას ვითარდება:
ზედა და ქვედა მიმიკური კუნთების პერიფერიული დამბლა- prosopoplegia.
         კლინიკურად სახე არის ნიღბისებური;
         შუბლის კუნთის პარეზის გამო ნაოჭები არ წარმოიქმნება შუბლზე.
         წარბი დგას ქვევით (ესეც შუბლის კუნთის პარეზის გამო),
         წარბის შეჭმუხვნისას ვერტიკალური ნაოჭები არ წარმოიქმნება წარბებს შორის. თვალების დახუჭვისას თვალის ნაპრალი ღია რჩება- lagophthalmi. m. orbicularis oculis-ის სისუსტის გამო (ბელის ნიშანი) შეიძლება არ გამოჩნდეს ბელის ნიშანი, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ თვალის ირგვლივ ნაოჭებს თვალის დახუჭვისას. შევამჩნევთ, რომ ნაოჭები თვალის ირგვლივ ნაკლებად იქნება გამოხატული მეორე თვალთან- შედარებით. შეიძლება არც ბელის ნიშანი იყოს, არც ნაოჭების გასადავება და შეიძლება მარტო წამწამების ნიშანი გვქონდეს (წამწამები თვალის დახუჭვისას არ იმალება) n. Petrosus superficialis major-ის დაზიანების გამო იქნება თვალის სიმშრალე.
q     ნესტოს შესავალი დავიწროებულია ცხვირის ფრთის კუნთის ჰიპოტონიის გამო,  
q     ცხვირ-ტუჩის ნაოჭები გასადავებულია,
q     პირის კუთხე დაშვებულია.
q     კბილების ჩვენებისას ჩოგნის ტარის სიმპტომი.
q     არ იკუმშება პლაზიტმა.
q     ლოყების დაბერვისას პარეზულ მხარეს- ლოყა ჩაჩუტული იქნება.qსაღეჭი კუნთები და საფეთქლის კუნთი პარეზულ მხარეს არ იკუმშება.ნაზოპალპებრალური, წარბზედა და რქოვანას რეფლესი დაქვეითებულია.
ბირთვის დაზიანებასთან ერთად ზიანდება პირამიდული გზაც ვაროლის ხიდში. ბირთვის დაზიანების მხარეს პერიფერიული დამბლა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ჰიპერაკუზია-n. stapedius-ის დაზიანების გამო.
შიგნითა მუხლის დაზიანებისას + VI წყ. დაზიანების ნიშნები. VII წყ. მხრივ პერიფერიული პარეზი_ თვალის სიმშრალე_ ჰიპერაკუზია, შეიძლება იყოს პირამიდული ნიშნები მოპირდაპირე მხარეს: ჰემიჰიპესთეზია, ჰემიატაქსია.
ხიდ-ნათხემის კუთხის დაზიანებისას(მენინგიომა, ქოლესტეატომა) იქნება პერიფერიული პარეზი. ხშირად სიმპტომი VIIწყ. დაზიანებით იწყება- ან ჰიპერაკუზია ან სიყრუე.  
თვალის სიმშრალე;
 გემოვნება მოიშლება ენის წინა 2/3-ში.
უნდა იყოს ენის სიმშრალეც, მაგრამ მეორე მხარეს ენის სანერწყვე ჯირკვლები კომპენსატორულად გამოყოფს ნერწყვს. ემატება ხიდ-ნათხემის კუთხის სინდრომები- შიდა ქალის წნევის მომატება(თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება),  
დვრილების შეშუპება,
 ნათხემის სიმპტომები იმავე მხარეს.
ფალოპის არხი  n. petrosus superficialis major-გამოყოფამდე თუ დაზიანდა- გვექნება პერიფერიული დამბლა_ თვალის სიმშრალე_ გემოვნების მოშლა ენის წინა 2/3-ში + ჰიპერაკუზია n. Stapedius-ის დაზიანების გამო.
n. petrosus superior major-ის გამოყოფის შემდეგ დაზიანებისას პერიფერიული პარეზი_ გემოვნების მოშლა_ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება_ჰიპერაკუზია. თვალის სიმშრალე არ იქნება.n. stapedii-ს გამოსვლის შემდეგ: პერიფერიული დამბლა_ გემოვნების მოშლა ენის წინა 2/3-ში. თვალის სიმშრალე არ არის.
Chorda tympani-ს შემდეგ (ანუ უკვე დაზიანების დონე ქალას ღრუდან გამოსვლის შემდეგ for. Stylomastoideus-ით) პერიფერიული დამბლა.  

ნინო შენგელია

2 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. ratom aris gadzlierebuli cremldena -didi kldovani nervis gamoyopis qvevit lokalizebuli dazianebis dros?

    ReplyDelete