Monday, October 8, 2012

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის (PRES) სინდრომი

Posterior Reversible Encephalopathy Syndrome

უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათია წარმოადგენს  არც თუ დიდი ხნის წინ დადგენილ კლინიკონეირორადიოლოგიურ დარღვევას, რომელსაც ახასიათებს  სწრაფად განვითარებადი თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, ღებინება, გულყრები, მხედველობითი დარღვევები და იშვიათად ნევროლოგიური დეფიციტი კომბინაციაში ტიპიურ მრტ ცვლილებებთან თეთრი ნივთიერების დაზიანებით ორივე ჰემისფეროს უკანა არეებში.
პირველად აღწერილია Hinchey et al მიერ 1996   წელს, მან 15 პაციენტზე მოახდინა დაკვირვება.
           7 პაციენტი მკურნალობდა იმუნოსუპრესანტებით ტრანსპლანტაციის შემდგომ/ მკურნალობდა აპლასტიური ანემიის გამო
           1– მელანომის გამო მკურნალობდა ინტერფერონით 
           3– ეკლამფსია
           4–  მწვავე ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია განპირობებული თირკმლის პათოლოგიით.
          იმ პერიოდში 12 პაციენტს აღმოაჩნდა მაღალი არტერიული ჰიპერტენზია, 8– კი თირკმლის ფუნქციის მოშლა.
            ყველა პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა ორ კვირაში. ისინი იღებდნენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს და შეწყვიტეს იმუნოსუპრესანტები.
*      PRES სინდრომი მიეკუთვნება სპორადულ პათოლოგიას.
*        ინსიდენსი უცნობია
*        შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში
*        მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა განვითარდეს  ძალიან მძიმე ნევროლოგიური პრობლემა, ის როგორც წესი შექცევადია.
*        სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება სწრაფად რამდენიმე საათში(12–48 სთ) და ჩვეულებრივ რეგრესირებს 1–2 კვირაში.
გამომწვევი მიზეზები:
          მწვავედ განვითარებული არტერიული ჰიპერტენზია
          ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია
          პრეეკლამფსია / ეკლამფსია
          იმუნოსუპრესანტები( Cyclosporin A,Interferon alfa, Intravenous immunoglobulins, Erythropoietin, Tacrolimus,) და ციტოტოქსიური პრეპარატები
           ქიმიოთერაპია  (cytarabine, cisplatin, gemcitabine, bevacizumab)
           თირკმლის უკმარისობა ჰიპერტენზიით
           აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური მგლურა, ვეგენერის გრანულომატოზი, ბეხჩეტის დაავადება, სისტემური სკლეროზი და კვანძოვანი პოლიარტერიიტი)
          ინფექციები განპირობებული გრამდადებითი ორგანიზმებით
          თრომბოციტოპენიური პურპურა
          ორგანოების ტრანსპლანტაცია
          შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი
          სხვა მიზეზები:
      პრეპარატები (დექსამეტაზონი, Gilenya), ჰიპერკალცემია და სხვა.

პაციენტები ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომით ვინც იღებდა  იბუპროფენს :

0-1
2-9
10-19
20-29
30-39
40-49
50-59
60+
უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი
0.00%
20.00%
0.00%
0.00%
0.00%
40.00%
40.0%
0.00%

ქალები
კაცები

უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი
33.33%
66,67%




პაციენტები ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომით ვინც იღებდა  კლაფორანს:

0-1
2-9
10-19
20-29
30-39
40-49
50-59
60+
უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი
0.00%
33.33%
0.00%
0.00%
0.00%
0.00%
66.67%
0.00%


პაციენტები ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომით ვინც იღებდა  ზოლადექსი(გოზერელინი ) :

0-1
2-9
10-19
20-29
30-39
40-49
50-59
60+
უკანა შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი
0.00%
0.00%
0.00%
0.00%
0.00%
0.00%
100.0%
0.00%





 
ნინო შენგელია

No comments:

Post a Comment