Tuesday, May 21, 2013

სარკისებრი ნეირონები

სარკისებრი  უჯრედები  ეს არის თავის ტვინის ნეირონები, რომელიც აღმოჩენილ იქნა ადამიანებში, პრიმატებში და ჩიტებში.  ეს უჯრედები აღიგზნებიან როგორც თვით ამ უჯრედების მატარებელი პატრონის მიერ გარკვეული ქმედების, ასევე სხვის მიერ გარკვეულ ქმედებაზე თვალთვალის დროს.
პირველად აღნიშნული უჯრედები აღწერილ იქნა ჯაკომო რიზოლატის მიერ მაკაკაზე ჩატარებული ექსპერიმენტის მეშვეობით. მიკროელექტროდი ჩანერგილ იქნა მაკაკას შუბლის ქერქში, შემდგომ იგივე იგივე უჯრედები ნანახი იქნა თხემის  და საფეთქლის  ქერქში.  ამჟამად მიღებულია თეორია, რომ სარკისებრი ნეირონები ნეირონული ქსელის სინერგიული მოქმედების აქტივაციის შედეგია.
ადამიანებში სარკისებრი ნეირონები ნანახი იქნა შუბლისა და თხემის წილებში. ბირთვულ მაგნიტურ–რეზონანსული და ელექტროენცეფალოგრაფიული მონაცემებით 2010 წელს მარკო იაკობონის და თანაავტორთა მიერ დარეგისტრირებული იქნა უჯრედშორისი აქტივობა შუბლის და საფეთქლის ქერქის დაახლოებით 2000 ნეირონის. ამ ნეირონთა ნაწილი რეაგირებდა როგორც თავისივე ქმედებაზე ასევე ქმედებაზე თვალთვალის დროს.
            ყველაზე დიდ მიღწევად ნეირობიოლოგიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ვილიანურ რამაჩანდრანის მოსაზრებაა. მისი აზრით ამ უჯრედებს გადამწყვეტი როლი აკისრიათ იმიტაციასა და ენის შესწავლაში, მაგრამ დღესდღისობით არ იქნა დამტკიცებული როგორ მოქმედებს ეს უჯრედები ასეთ რთულ კოგნიტურ ფუნქციაში როგორიცაა იმიტაცია. ისინი შეიძლება მონაწილეობას ღებულობდნენ ემპათიის განვითარებაში, ასევე  სხვა ადამიანთა მოქმედების გაგებაში და იმიტაციის მეშვეობით ახალი უნარ–ჩვევების გამომუშავებაში.
ემპათია   – ბერძნული სიტყვაა და  ნიშნავს  თანაგაზიარებას სხვისი ემოციური მდგომარეობისას.
ნაწყვეტი მისი მოხსენებიდან:  ტვინი, როგორც იცით, შედგება ნეირონებისგან.ზრდასრული ადამიანის ტვინში 100 მილიარდზე მეტი ნეირონია.და ყოველი ნეირონი ქმნის დაახლოებით 1000-დან 10,000-მდე კავშირს  სხვა ნეირონებთან  და ამაზე დაყრდნობით გამოთვალეს,რომ ტვინის აქტივობის გადანაცვლებადობათა და კომბინაციათა რიცხვი  აჭარბებს სამყაროში არსებულ ელემენტარულ ნაწილაკთა რიცხვს. მაშ, როგორ შევისწავლოთ ტვინი? ერთი მიდგომა არის, დავაკვირდეთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ დაზიანება  ტვინის სხვადასხვა არეში და შევისწავლოთ ცვლილებები მათ ქცევაში.თუმცა არსებობს  განსხვავებულ მიდგომა,რაც მდგომარეობს ელექტროდების მოთავსებაში ტვინის სხვადასხვა არეებზედა ტვინის ინდივიდუალური ნერვული უჯრედების აქტივობის აღრიცხვაში.ეს მოგვაგონებს მოსმენას ტვინის ნერვული უჯრედების აქტივობისა.ერთ-ერთი ახალი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა  პარმაში, იტალიაში,
მკვლევარი ჯაკომო რიზოლატის და მისი კოლეგების მიერ, არის ნეირონთა ჯგუფი სახელად სარკისებრი ნეირონები, რომლებიც მოთავსებულია ტვინის წინა მხარეს, შუბლის წილში.
უნდა ითქვას, რომ არსებობენ ნეირონები, რომელთაც ჩვეულებრივი მოტორული ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ  და ჩვენ მათ 50 წელზე მეტია ვიცნობთ. ეს ნეირონები იღგზნებიან, როდესაც ადამიანი ასრულებს სპეციფიურ ქმედებას. მაგალითად, თუ მე გავიშვერ ხელს და ავიღებ ვაშლს,აღიგზნებიან მოტორული ბრძანებითი ნეირონები ჩემი ტვინის წინა მხარეში.
თუ მე გავიშვერ ხელს და ჩემსკენ მოვწევ საგანს, აღიგზნბიან სხვა ნეირონები, რომლებიც მიბრძანებენ მოვწიო ეს საგანი. მათ მოტორულ ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ და ჩვენ მათ დიდი ხანია ვიცნობთ.  მაგრამ რიზოლატიმ აღმოაჩინა  ამ ნეირონთა ქვეჯგუფი,მათი დაახლოებით 20 პროცენტი, რომლებიც ასევე იღგზნებიან, როდესაც მე ვუყურებ ვინმე სხვა პირს, რომელიც ასრულებს იგივე ქმედებას. მაშ ასე, გვაქვს ნეირონი, რომელიც აღიგზნება მაშინ, როდესაც ხელში ვიღებ რაიმე საგანს, მაგრამ ის ასევე აღიგზნება, როდესაც მე ვუყურებ, თუ როგორ იშვერს ხელს სხვა, რომ აიღოს ეს რაიმე საგანი. ეს არის მსგავსად იმისა, რომ ეს ნეირონი  დგება სხვა პიროვნების თვალთახედვის ადგილას. თითქოს ის ახდენს სხვა პიროვნების ქმედების   ვირტუალური რეალობის სიმულირებას.