Monday, October 8, 2012

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის (PRES) სინდრომი

Posterior Reversible Encephalopathy Syndrome

ეეგ
*       ეეგზე ხშირად არის არასპეციფიკური პათოლოგიური დიფუზური შენელება ან ფოკალური δ ტალღები. PRES სინდრომის მქონე  28 პაციენტიდან აღმოჩნდა დიფუზური შენელება ეეგზე 22,  ფოკალური მახვილი ტალღები–3, ხოლო სამი პაციენტის ეეგ იყო ნორმა. PRES სინდრომის ეპილეფსიური სტატუსთან თანდართვისას  ვლინდება რითმული δ ტალღები და მახვილი ტალღები უმეტესად პარიეტოოქციპიტალურ და ტემპორალურ წილებში. მდგომარეობის გაუმჯობესებისას ეეგ უბრუნდება ნორმას.

ლაბორატორიული მახასიათებლები

 ენდოთელიალური დაზიანება თრომბოციტოპენიით,
ერითროციტების ფრაგმენტაციით და მომატებული
ლაქტატდეჰიდროგენაზა შეიძლება ვლინდებოდეს
PRES სინდრომისას.შესაძლოა სისხლის ანალიზი იყოს ნორმა ან ცილა იყოს მომატებული.


დიფერენციული დიაგნოზი:
          უკანა ცირკულაციის ინსულტი (შესაძლებელია ჰქონდეს მხედველობის დაკარგვა, გულისრევა და სხვა სიმპტომები მაგრამ ჩვეულებრივ გულყრა არ წარმოადგენს დიაგნოსტიკურ მარკერს. ორივეს შემთხვევაში მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფიით FLAIRand T2   რეჟიმში არის ჰიპერინტენსივობა. თუმცა PRES შემთხვევაში მალევე უბრუნდება ნორმას.)
          შექცევადი ცერებრული ვაზოკონსტრიქციის სინდრომი (დამახასიათებელია ძლიერი ხანჯლისჩაცემისმაგვარი ტკივილი, რაც არ არის ტიპური PRES შემთხვევაში, PRES ის დროს MRI დამახასიათებელია  პარიეტოოქციპიტალური მიდამოს დაზიანება, რაც პირიქით არ ახასიათებს შექცევად ცერებრულ ვაზოკონსტრიქციულ სინდრომს)
          პირველადი ცნს ვასკულიტი (შესაძლოა მრტზე იყოს სხვადასხვა დროის მრავალჯერადი ინფარქტის კერები)
          ენცეფალიტი (განსაკუთრებით ჰერპესული ენცეფალიტი მსგავსი სიმპტომებით,  როგორიცაა აფაზია, კონფუზია, გულყრა. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს რომ PRESის სინდრომს არ ახასიათებს ანთებითი სისტემური მახასიათებლები: სიცხე, სისხლის ანალიზში ცვლილებები და .)
          ეპილეფსიური სტატუსი (რომელიც უმთავრესად არის კორტიკალური და მოიცავს ერთ ჰემისფეროს)

მრტ დიფერენციაცია:
q      ნეოპლასტიურიგლიომა, ლიმფომა და სხვა
q      ვასკულარულიარტერიული ან ვენური თრომბოზი, ვასკულიტი, ამილოიდური ანგიოპათია
q      დემიელინიზაციამწვავე ჰემორაგიული ენცეფალოპათია, შილდერის დაავადება.
q      ინფექცია (ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული)
q      ჰიდროცეფალია
q      ტრავმა
q      გულყრა
q      ტოქსიკოზირადიაციული თერაპია, იმუნოსუპრესანტები, ანტინეოპლასტიური.

მკურნალობა:

          წნევის კონტროლი
          ციტოტოქსიური პრეპარატების მიღების შეწყვეტა
          ანტიეპილეფსიური პრეპარატების დანიშვნა


         პროგნოზი კეთილსაიმედოა, ვლინდება ნეიროვიზუალიზაციით პროცესის უკუგანვითარება 2 კვირის განმავლობაში,  რომელიც თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია.

         PRES წარმოადგენს კლინიკორადიოლოგიურ სინდრომს, რომელიც ვითარდება რამდენიმე საათის  განმავლობაში და მოიცავს გულყრას, მხედველობით დარღვევებს, მენტალურ დარღვევებს და თავის ტკივილს.
         MRI  წარმოადგენს ოქროს სტანდარტს . სადაც ვლინდება ორივე ჰემისფეროში და პარიეტოოქციპიტალურ წილებში ძირითადად ცვლილებები. სუბკორტიკალური თეთრი ნივთიერება არის ყოველთვის პროცესში ჩართული, თუმცა ხშირად ქერქთან ერთად. ტიპურია ვაზოგენური შეშუპების არსებობა MRIზე.
         ბავშვსაც და მოხუცსაც მნიშვნელობა არ აქვს სქესსაც შესაძლოა განუვითარდეს PRES  სინდრომი.
         ტრიგერული ფაქტორებია : იმუნოსუპრესიული თერაპია, უცაბედი ჰიპერტენზია, თირკმლის უკმარისობა, აუტოიმუნური დაავადებანი, ინფექცია .
         პროგნოზი საიმედოა. იშვიათად მეორდება. სიმპტომები ქრება რამდენიმე დღეში, MRI ზე ცვლილებები ალაგდება ოდნავ  მოგვიანებით.
         მკურნალობა მოიცავს ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, უარის თქმას  ქიმიოთერაპიაზე და ასევე სხვა ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილ დაავადების მკუნალობაზე.


ნინო შენგელია

No comments:

Post a Comment